ჯანდაცვის მინისტრი ონკოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალის მიმართ დაგვიანებული ხელფასების პრობლემას გამოეხმაურა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჰოლდინგი, რომლის შემადგენლობაშიცაა ინფექციური საავადმყოფო, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი და რესპუბლიკური საავადმყოფო, სახელმწიფოს იურიდიულად მარტის თვეში გადაეცა, შესაბამისად, მათ დრო სჭირდებათ ყველა ხარვეზის შესასწავლად.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს ონკოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალის მიმართ დაგვიანებული ხელფასების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას განუცხადა, იმ რთული ვითარების ფონზე, რაც კლინიკებშია, ერთ და ორ თვეში შეუძლებელია სათანადო სტრატეგიული გეგმის შემუშავება.

მისივე თქმით, ხარვეზების შესწავლის შემდეგ სახელმწიფო მათი მოგვარების გზებს დაგეგმავს.

„დამერწმუნებით, ისეთი გლობალური პრობლემების ფონზე, როგორცის არის კოვიდ-19-ის ინფექცია და ასევე ისეთი რთული პროცესების ფონზე, რაც იკვეთება, შეუძლებელია ერთ და ორ თვეში დაიდოს სათანადო სტრატეგიული გეგმა, რომელიც ამ საავადმყოფოებს მიიყვანს საუკეთესო გამოსავლებამდე და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას. აქ იკვეთება ანაზღაურებს სისტემის პრობლემა. ეს გარკვეულწილად ქმნის იმ უთანაბრო შემოსავლებისა და გასავლების კომპონენტს, რომელიც არის დეტალურად შესასწავლი ფინანსისტების მხრიდან. ყოველივე ამის განხილვის შემდეგ, სახელმწიფო გეგმავს მნიშვნელოვან ინვესტიციებს ამ საავადმყოფოებთან მიმართებით. უკვე შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, არის თუ არა სახელმწიფოს მიდგომა სწორი და რა შედეგები იქნება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ექიმების ხელფასები დამოკიდებულია თითოეული კლინიკის შემოსავალზე.

„ონკოლოგიური კლინიკის შემთხვევაში მათი შემოსავალი არ აღემატება 70 ათას ლარს, მაშინ როცა მათი სახელფასო ანაზღაურება მნიშვნელოვნად მაღალია ვიდრე მათი შემოსავალი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმსჯელობთ როგორ შეიძლება მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად არის. ჩვენი მიდგომა არის ცალსახად პრობლემების მოგვარებისკენ და არავითარ შემთხვევაში ეს პრობლემების მოგვარება არ გულისხმობს, რომელიმე ექიმის ან ექიმთა ჯგუფის მათ მიმართ არასწორ მიდგომას," - განაცხადა ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა