ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩა N5-ში ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 850 კვ.მ ფართობზე სრულდება.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ფილები, ბორდიური, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ბალახის საფარი. ასევე, კაუჩუკისსაფარიან მოედანზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება. მოეწყობა ფანჩატური, დამცავი მოაჯირი და საპარკე ინფრასტრუქტურა.

მიმდინარე სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, აქტიურად ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ლოტკინის მოსახლეობისთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო გამწვანებული ადგილია, თუმცა ამ ტერიტორიაზე არ არსებობდა კეთილმოწყობილი სკვერი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე ექნებათ. ასევე, ბავშვებისთვის გასართობი ზონაც მოეწყობა“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, სამღერეთის ქუჩაზე სკვერის კეთილმოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 156 000-მდე ლარი გამოყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა