პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიულ გეგმაზე სამუშაო შეხვედრა გამართა

მთავრობა ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიულ გეგმაზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. ამ მიზნით, მორიგი სამუშაო შეხვედრა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ცნობით, მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ ეკონომიკის გახსნა და პოსტკრიზისული მართვა ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი ხდება და უმნიშვნელოვანესია ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, რათა მსოფლიო გლობალურ კონკურენციაში ქვეყანამ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.

მათივე ინფორმაციით, გიორგი გახარიამ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ტურიზმის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორის და ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ძრავის მაქსიმალურად მოკლე ვადაში აღდგენის აუცილებლობას. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული სააგენტო და შესაბამისი უწყებები სტრატეგიული გეგმის ძირითად მიმართულებებსა და სექტორის მხარდამჭერ ნაბიჯებზე აქტიურად მუშაობენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო