პროკურატურამ თემაზე - „ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის პოლიტიკის ეფექტიანობა“ სოციოლოგიური კვლევის დიზაინის პრეზენტაცია გამართა

ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა დისტანციურ შეხვედრაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ დაგეგმილ თემაზე: „ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის პოლიტიკის ეფექტიანობა“ სოციოლოგიური კვლევის დიზაინის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, შეხვედრაში მონაწილე მხარეებმა დაგეგმილი კვლევის მნიშვნელობაზე, მეთოდოლოგიასა და საორიენტაციო ვადებზე იმსჯელეს.

„გენერალური პროკურატურის ინიციატივით 2020 წლის 5 მაისს გამართულ შეხვედრაზე წარდგენილი კვლევის დიზაინის თანახმად, კვლევა მრავალმხრივი ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე განხორციელდება და რესპონდენტები ძალადობის მსხვერპლებთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე პროფესიონალებიც იქნებიან. შეხვედრაში მონაწილე მხარეებმა დაგეგმილი კვლევის მნიშვნელობაზე, მეთოდოლოგიასა და საორიენტაციო ვადებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს კვლევის ინსტრუმენტები. როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი იქნება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების დასახვისთვის.

ასევე, შესაძლებელი იქნება სხვა აქტუალურ პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთოს რა გარემოებით არის გამოწვეული ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მიერ, მისივე ოჯახის წევრ მოძალადის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე ან სამართალდამცავებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა და რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებული პრევენციის საშუალებები. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და დაზარალებულთათვის ეფექტიანი და დროული დახმარების უზრუნველყოფა, საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. ოჯახური ძალადობის შესახებ კვლევა მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან გატარებული პოლიტიკისა და განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის შესწავლას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს განისაზღვროს - ხომ არ უნდა დადგეს დღის წესრიგში არსებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გადახედვის საჭიროება, ასევე რამდენად არის იგი მიმართული მოძალადის დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლისკენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს