თუშეთის გზაზე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაშავებული, რომელსაც თავისა და ქვედა კიდურის არეში აქვს დაზიანებები, საავადმყოფოში გადაჰყავთ

თუშეთის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის ქვეშ მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანს თავის, თვალისა და ქვედა კიდურის დაზიანება აღენიშნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ადგილზე ერთი დაშავებული დახვდა, რომელსაც თავის, თვალის და ქვედა კიდურის არეში ტრავმა აქვს და ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც წინასწარი ინფორმაციით 2 ადამიანი მოიყოლა. სამაშველო ბრიგადები სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა