ხათუნა ზახაშვილი - ურიგო არ იქნება, თუ კლინიკებში ეკიპირების, ჩაცმისა და გახდის საკითხს კონკრეტული ადამიანები გააკონტროლებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ურიგო არ იქნება, თუ კლინიკებში იქნებიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც უშუალოდ გააკონტროლებენ სპეციალური ეკიპირების, ჩაცმისა და გახდის ტექნიკის განხორციელებას.

მისივე თქმით, აღნიშნული პრაქტიკა სხვა ქვეყნებში ეფექტურად ხორციელდება.

“არსებობს მიდგომა, როდესაც დაწესებულებებს ჰყავთ გამოყოფილი უშუალოდ ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური ეკიპირების, ჩაცმისა და გახდის სწორი ტექნიკის განხორციელებას. ასეთ პრაქტიკას მიმართავენ ბევრ ქვეყანაში და ბევრ კლინიკაში. ვფიქრობ, რომ ასეთი ჩვევის დანერგვა არ იქნებოდა ურიგო ჩვენს კლინიკებში და ალბათ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასეთი ზედამხედველობა ეფექტურია და ზედამხედველის მიერ მუდმივად გამეორებული შენიშვნა, რჩევა და რეკომენდაცია, რომ სწორად განხორციელდეს ეს პროცედურები, ისევე როგორც ჩაცმა-გახდის სწორი წესების მუდმივი ვიზუალიზაცია, უფრო მეტად უსაფრთხოს გახდის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა საქმიანობას“, - განაცხადა ზახაშვილმა.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება