ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ფარმაცევტული და სტომატოლოგიური მომსახურების პერსონალის ტესტირება იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ფარმაცევტული და სტომატოლოგიური მომსახურების პერსონალის ტესტირება იგეგმება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, ტესტირების ფორმა ფართოვდება, რაზეც გეგმა ხვალიდან გახდება ცნობილი.

„ეს გეგმა უკვე ხვალ იქნება და ზეგიდან მისი განხორციელება იწყება. რაც შეეხება ფარმაცევტებთან მიმართებით კითხვას, დიახ, იგივე სტომატოლოგებისა, რადგან ისინიც სამედიცინო პერსონალს მიეკუთვნებიან.

დღეს მუშაობს სასურსათო და ფარმაცევტული დაწესებულებები, მათ ყველაზე მეტი შეხება აქვთ, თუმცა იქ გარკვეული წინაღობა არსებობს. როდესაც ადამიანი მიდის ფარმაცევტულ დაწესებულებაში, ბარიერი არის, მაგრამ ამის მიუხედავად, შემდგომ ეტაპზე ჩვენ გეგმაში არის ფარმაცევტული პერსონალის ტესტირება. თუ არ ვცდები, საქართველოში ასეთი 8 000-მდეა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის რეგიონალურ ხელმძღვანელობასთან გუშინ საუბარი გვქონდა, რომ შეიძლება პილოტი აჭარაში დავიწყოთ, რადგან აჭარაში კარგი ლაბორატორიული სიმძლავრეები გვაქვს. ასევე, აღრიცხვა მიმდინარეობს სასურსათო მაღაზიების თანამშრომლების, იმისთვის, რომ თავი მეტად დავიზღვიოთ.

თანდათანობით თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ ახალ კორონავირუსთან ერთად. აქედან გამომდინარე, ჩვენ პერმანენტულად გარკვეული ჯგუფების მეტად იდენტიფიცირება დაგვჭირდება. ტექნოლოგიები სულ უფრო და უფრო იხვეწება, შემოდის მეტად მაღალსპეციფიური PCR ტექნოლოგიები“, - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ გაფართოებული ტესტირების პრობლემა ქვეყანაში არ იქნება.

ამასთან, მისი თქმით, მიზანდასახულ ტესტირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რასაც აკეთებენ კიდევაც.

„ არ უნდა გამოგვეპაროს ქვეყანაში არცერთი ადამიანი, ვისაც რაღაც კლინიკური ნიშანი, ან მიმსგავსებული კლინიკური ნიშანი აქვს კოვიდინფექციასთან. აი, მაშინ გვექნება გამოვლენის უფრო მაღალი პროცენტი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ტესტირების არეალი თანდათანობით ფართოვდება, რადგან შემსუბუქების ღონისძიებებთან ერთად, რისკი თავიდან იყოს აცილებული.

მისი თქმით, უკვე ე.წ. ცხელების ყველა კლინიკის თანამშრომელთა ტესტირება მიმდინარეობს.

„ასევე დაიწყო ყველა ადამიანის ტესტირება კარანტინიდან მე-13-მე-14 დღეს, გამოსვლის წინ, რადგან იქაც არ გაგვეპაროს და ალბათობა ნაკლები იყოს. ასევე, ტესირება მიმდინარეობს მოხუცთა სახლების როგორც ბენეფიციარების, ისე მათი მომვლელების“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს