საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსზე გადამზადება 2 700-მდე ოჯახის ექიმმა და სოფლის ექიმმა გაიარა

საქართველოს მასშტაბით, ახალ კორონავირუსზე შესაბამისი გადამზადება 2 700-მდე ოჯახის ექიმმა და სოფლის ექიმმა გაიარა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქ“ მიმართვისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, გადამზადების პროცესი მედპერსონალში გრძელდება. ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა ინფიცირებულთა ყველა აქტიური შემთხვევა საავადმყოფოში მკურნალობს. მისი თქმით, საწოლების საკმარისი რაოდენობაც არსებობს.

„დაახლოებით 2 500-დან 2 700-მდე პირველადი ჯადაცვის ექიმის გადამზადება მოხდა. ანუ სოფლის ექიმმა, ოჯახის ექიმმა გაიარა გადამზადება ქვეყანაში ახალ კორონავირუსზე როგორც ონლაინ, ისე პირდაპირი დასწრებითი მეთოდით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა