ამირან გამყრელიძე - ახლა ვართ შიდა გავრცელების მე- 7 კვირაში, დავაკვირდეთ მე-7 და მე-8 კვირას როგორ გავივლით, ამასობაში ზაფხულიც მოგვიწევს, დადგება თბილი ამინდები და იმედი გვაქვს, ისიც გარკვეულად შეგვეხიდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სწორედ დროული და ეფექტიანი შეზღუდვების შედეგია ის, რომ ყველდღიურად ქვეყანაში ინფიცირების ასეული შემთხვევები არ ფიქსირდება.

როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში არც ერთი ისეთი შეზღუდვა არ განხორციელებულა, რასაც სხვა ქვეყნებში არ მიმართავენ.

„ჩვენი ცენტრი იძლევა რეკომენდაციებს და ამაზე მსჯელობს ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო - საკოორდინაციო საბჭო და ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას. ისეთი შეზღუდვები არ განგვიხორციელებია, რაც არც ერთ ქვეყანას განუხორციელებია ამ ეპიდემიის პირობებში. ჩვენი შემზღუდავი ღონისძიებები გატარდა ცოტა ადრე და საკმაოდ ეფექტიანად გაატარა ქვეყანამ და ამიტომ არის, რომ დღეს არ არის ახალი, ყოველდღიური ასეული შემთხვევა და არ გვაქვს რამდენიმე ათასეული შემთხვევა“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველო კორონავირუსის შიდა გავრცელებიდან მე-7 კვირაშია, ამიტომ უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორ გავივლით ამ პერიოდს.

„თავიდანვე ვთქვი, რომ ახალ ველოსიპედს ჩვენ ვერ გამოვიგონებთ, შიდა გავრცელების დაწყებიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირა არის ხოლმე ყოველთვის საფრთხილო. შიდა გავრცელება ჩვენთან დაიწყო, როგორც მახსოვს, 23 მარტს, ახლა ვართ მე-7 კვირაში, ამიტომ დავაკვირდეთ მე-7 დ მე-8 კვირას და ვნახოთ, როგორ გავივლით. ამასობაში ზაფხულიც მოგვიწევს, დადგება თბილი, მდგრადი ამინდები და იმედი გვაქვს, რომ ისიც გარკვეულად შეგვეხიდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა