ამირან გამყრელიძე - კორონამ სამყარო შეარყია, კორონა მეტეორივითაა სამყაროსთვის, კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს და ეს უნდა ვისწავლოთ

კორონა მეტეორივითაა სამყაროსთვის, უნდა გავითავისოთ, რომ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს და ეს უნდა ვისწავლოთ , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძე საზოგადოებას სოციალური დისტანცირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ეს ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ ყველაზე მძლავრი იარაღია.

„თუ დათბა, ყველას გვინდა გარეთ სიარული, გთხოვთ, გავიჭირვოთ და თავი შევიკავოთ იმიტომ, რომ სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი ამ დაავადებასთან ბრძოლის წინააღმდეგ. უკეთესი ჯერ მოგონილი არ არის, ჩვენ ვერ მოვიგონებთ ახალს. არავინ არავის კარგ ამინდში ხელს არ უშლის, რომ გარეთ იარონ, მაგრამ ნუ ვივლით 5-5 და 10-10 ერთად, დავიცვათ დისტანცია.

ძალიან მიყვარს ფეხბურთი და კალათბურთი, მიყვარდა სიარული, მაგრამ დაგვჭირდება თავის არიდება თავშეყრის ადგილებში სიარულისგან, დაგვჭირდება დიდი ქორწილების გადახდა, დაგვჭირდება, რაც ქართველებს გვაქვს ტრადიცია, ჭირი სუფრის გადახდა. დამიჯერეთ, კორონამ სამყარო შეარყია. კორონა მეტეორივითაა სამყაროსთვის, უზარმაზარი ძვრა გაკეთდა არა მარტო მედიცინაში, მთლიანად სახელმწიფოს, ადამიანების ურთიერთობაში, განათლებაში, კულტურაში, იდეოლოგიაში. უნდა გავითავისოთ, რომ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს და ეს უნდა ვისწავლოთ. თუ ვაქცინა გაკეთდა სწრაფად, მაშინ სრულად ვერა, თუმცა დარეგულირდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა