ხათუნა ზახაშვილი - ვირუსის გადაცემის ინტენსივობა შემცირებულია და უფრო დაბალია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის რეპროდუქციის ინდექსი 1-ზე ქვემოთ ჩამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაცემის ინტენსივობა შემცირებულია.

როგორც ზახაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ინფექციას ახასიათებს ტალღოვანი მიმდინარეობა -პერიოდულად ხდება მატება და მერე ისევ კლება.

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ მივდიოთ ახალ გამოვლენილ შემთხვევებს, გამოჯანმრთელების შემთხვევებს, დავთავლოთ ეს რეპროდუქციის ინდექსი. გუშინდელი მონაცემებით, ეს ინდექსი იყო 089, ბოლო 15 დღის საშუალო ინდექსი იყო 097, ხოლო 30 დღის იყო 1,23. თავად იმსჯელეთ და დაასკვნით. როდესაც 1-ზე ქვემოთ ეცემა ინდექსი, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაცემის ინტენსივობა შემცირებულია და უფრო დაბალია.

როგორც ჩანს ინფექციას ახასიათებს ტაღოვანი მიმდინარეობა პერიოდულად ხდება რამდენადმე მატება, მერე ისევ კლება. სხვა ქვეყნების ანალოგიებიც იგივეს აჩვენებს, სადაც ბევრია შემთხვევები ან შედარებით ცოტა. რა თქმა უნდა, გვექნება უფრო მეტი შემთხვევებიც, ეს ინდექსიც შესაძლოა მერყეობდეს, ამიტომაც ვაკვირდებით მრავალდღიან ცვლილებას ამ ინდექსის, რაც მოგვცემს სამომავლოდ პროგნოზირების საშუალებას და შეზღუდვის ღონისძიებების დაგეგმვის საშუალებას“, - განაცხადა ზახაშვილმა.

ამავე ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დაბალი ინდექსის პირობებში დადგენილი შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელი იქნება.

„ყველას ამოცანაა, შევინარჩუნოთ გადაცემის დაბალი ინდექსი და მაშინ შეგვეძლება თამამად ვთქვათ, რომ შემსუბუქების რეკომენდაციები უფრო აქტიური იყოს, თუ, რა თქმა უნდა, შევძელით და შევინარჩუნეთ რეპროდუქციის ინდექსი ამ ფარგლებში. გარკვეულ დღეებში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს ახლად ინფიცირებულთა გამოვლენილ რაოდენობას. მაქვს ინფორმაცია, რომ ხვალ დილისთვის ბევრად უკეთესი რიცხვი გვექნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა