„პროფკავშირი - სოლიდარობის ქსელი“ – სოციალური აგენტების 2020 წლის აპრილის თვის ხელფასმა 80 ლარი შეადგინა, საგანგებო მდგომარეობის გამო, ისინი სამუშაოზე გასვლას ვერ ახერხებენ და ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავენ

სოციალური აგენტები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამანისტროს მიმართავენ შუამდგომლობა გაუწიოს მათ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან კონკრეტულ მოთხოვნებზე. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „პროფკავშირი - სოლიდარობის ქსელიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სოციალური აგენტების 2020 წლის აპრილის თვის ხელფასმა შეადგინა 80 ლარი, რის გამოც ისინი ვერ ახერხებენ თავიანთი საქმიანობის სრულყოფილად შესრულებას.

„სოციალური აგენტების 2020 წლის აპრილის თვის ხელფასმა შეადგინა 80 ლარი. არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო ისინი ვერ ახერხებენ სამუშაოზე გასვლას, რადგან საბაზისო 80 ლარის გარდა დამატებითი ხელფასი არის გამომუშავებაზე. სოციალური აგენტები, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარების მიმღები მოქალაქეების მდგომარეობას აფასებენ, შემწეობას უკვე თავად საჭიროებენ. აქედან გამომდინარე, სოციალური აგენტები მიმართავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამანისტროს შუამდგომლობა გაუწიოს მათ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შემდეგ მოთხოვნებზე: ერთთვიანი ხელშეკრულებების ნაცვლად გაფორმდეს შრომის კოდექსის მე-6-ე მუხლის მე-3-ე პუნქტის შესაბამისი ხელშეკრულებები; გადაანგარიშდეს თითოეული სოციალური აგენტისა და უფროსი სოციალური აგენტის მიერ 3 თვის საშუალო ხელფასი (როგორც ამას დამსჯელობითი ღონისძიებების, ბიულეტენის და შვებულების დროს აკეთებთ) და აპრილისა და მომდევნო #დარჩისახლში-ს პერიოდი აგვინაზღაურდეს შესაბამისად. აპრილის თვის დანაკლისი დაირიცხოს სასწრაფოდ; საინფორმაციო წყაროებს საჯაროდ მიაწოდონ სათანადო ინფორმაცია, რომ აგენტი ქულას არ ითვლის, რათა შეწყდეს უსამართლო ლანძღვა და ზეწოლა ბენეფიციარების მიერ. აღდგეს ჩვენი შებღალული რეპუტაცია; ფიქსირებული ხელფასის გონივრულად გადაანგარიშებას, მინიმუმ ხელზე ასაღები 360 ლარი. უფროსი სოც. აგენტის შემთხვევაში, უფრო რთული, მოცულობითი და საპასუხისმგებლო სამუშაოს გამო 500 ლარის ოდენობით; ოჯახში მცხოვრები (0-18 წლამდე ასაკის) ბავშვების დეკლარაციის ანაზღაურებას დაკისრებული პასუხისმგებლობის შესაბამისად. ხელზე ასაღები 4 ლარის ოდენობით; დასრულებული რეაგირება (დეკლარაცია, ოქმი, დანიშვნა, წერილობითი აქტი) 10 ლარის ოდენობით; გადახედეთ სანქციებს და წახალისებას, რათა თავი არ ვიგრძნოთ ექსპლუატირებულად; პროგრამის ხარვეზებთან დაკავშირებით გაითვალისწინეთ აგენტების აზრი, ჩვენთან ერთად მოახდინეთ პროგრამაში ცვლილებების შეტანა, რათა უფრო ნაკლები ცდომილებით გაიცეს მიზნობრივი საარსებო შემწეობა”, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო