ომბუდსმენი - ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში შექმნილი გამოწვევების პასუხად მნიშვნელოვან ასპექტებს მოიცავს, თუმცა, გეგმაში შშმ პირთა საჭიროებები სათანადოდ არ არის გათვალისწინებული

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში შექმნილი გამოწვევების პასუხად მნიშვნელოვან ასპექტებს მოიცავს, თუმცა, გეგმაში შშმ პირთა საჭიროებები სათანადოდ არ არის გათვალისწინებული , - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ომბუდსმენი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით,მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირები ასევე, დაუნის სინდრომისა და აუტიზმის მქონე ბავშვების ნაწილი, რომლებსაც შეფასების მოქმედი მოდელის ხარვეზიანობის გამო არ აქვთ განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, დახმარების გარეშე რჩებიან.

"გეგმის თანახმად, სოციალური ბენეფიტით ისარგებლებენ მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შშმ ბავშვები, ხოლო მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირები ასევე, დაუნის სინდრომისა და აუტიზმის მქონე ბავშვების ნაწილი, რომლებსაც შეფასების მოქმედი მოდელის ხარვეზიანობის გამო არ აქვთ განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, დახმარების გარეშე რჩებიან.

მსგავსი სოციალური პოლიტიკა შშმ პირებთან მიმართებით არ არის მართებული. კერძოდ, გეგმით გათვალისწინებული ბენეფიტებით სარგებლობა ეფუძნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შეფასების სამედიცინო მოდელის მიხედვით დადგენილ სტატუსს. აღნიშნული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გეგმის ეფექტურობას, რადგან დახმარება უნდა ეფუძნებოდეს არა შეზღუდვის სამედიცინო ხარისხს, არამედ ამ პირთა რეალურ სოციალურ საჭიროებებს, რომელიც მოცემულ ვითარებაში აქვთ დასახელებულ პირებს.

მაშინ, როდესაც ქვეყნის მასშტაბით შეჩერებულია შშმ პირებისთვის მოქმედი სხვადასხვა პროგრამა, სერვისები ნაწილობრივ ხორციელდება დისტანციურად, რაც ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია და სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ამ პირთა მომსახურებას, ოჯახები ვერ უმკლავდებიან შშმ პირთა სოციალურ საჭიროებებს, ხოლო ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ქმედით ღონისძიებებს არ ატარებენ, სახალხო დამცველი საჭიროდ მიიჩნევს დაგეგმილი საქმიანობის გადახედვას და მასში ცვლილებების შეტანას.

კერძოდ: საქართველოს მთავრობამ გადახედოს ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას და მასში გაითვალისწინოს შშმ პირთა მხარდამჭერი ღონისძიებები, მათი სოციალური საჭიროებების შესაბამისად; მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივ ანტიკრიზისულ ღონისძიებებში მაქსიმალურად მოიცვან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯგუფები, მათი ინდივიდუალური მოთხოვნილებების (ჰიგიენური მოვლის საშუალებები, მედიკამენტები, სხვა) გათვალისწინებით; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წარმოადგინოს ხედვა, თუ რა ვადებში განხორციელდება შშმ პირის სტატუსის მინიჭების სისტემის დაწყებული რეფორმა" , - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სახალხო დამცველი აგრძელებს მოცემულ საკითხებზე მუშაობას და შშმ პირთა საჭიროებებზე რეაგირების ეფექტურობის მონიტორინგს.

"დაინტერესებულ პირებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ სახალხო დამცველს. საკონტაქტო ინფორმაცია: ცხელი ხაზი-1481. ელფოსტა: info@ombudsman.ge " , - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება