ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენ არ გვაქვს არც პლატო, არც ვაკე, გვაქვს გარკვეული ტეხილი-შეგვიძლია, შემოვიტანოთ ახალი ტერმინი

ჩვენ არ ვსაუბრობთ თბილისის უბნებზე და არ გვაქვს არც პლატო, არც ვაკე. რეალურად რომ დავაკვირდეთ მონაცემებს, რომელიც გვაქვს ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს გარკვეული ტეხილი, შეგვიძლია შემოვიტანოთ ახალი ტერმინი , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როდის დაეშვება ქვეყანა ვირუსის გავრცელების პლატოდან ვაკეში.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის კუთხით კარგი დინამიკაა და კლება შეინიშნება, თუმცა არის დღეები, როდესაც ქვეყანაში 20-27 დაინფიცირებული პაციენტია.

„პირველ რიგში, ამ კითხვაზე პასუხს გავცემდი, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ თბილისის უბნებზე და არ გვაქვს არც პლატო, არც ვაკე. თუმცა, ეს არის ტერმინი, რომელსაც ჩვენც ვიყენებთ ეპიდსიტუაციის აღწერისთვის. რეალურად, რომ დავაკვირდეთ მონაცემებს, რომელიც გვაქვს ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს გარკვეული ტეხილი, შეგვიძლია შემოვიტანოთ ახალი ტერმინი უკვე ჩვენს ურთიერთობაში, რომელიც ყოველდღე მნიშვნელოვნად განსხვავებულ რიცხვებს აღნიშნავს. ამ მიმართულებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი დინამიკა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიცით, ორი კვირის წინ ვაკვირდებოდით მნიშვნელოვან ზრდას დაინფიცირებული ადამიანების, რაც დღესდღეობით კლებაშია. თუმცა, ამ კლების პროცესში, ჩვენ გვაქვს ისეთი დღეები, როდესაც გარკვეული ნახტომია და ჩვენ გვხვდება ისეთი შემთხვევები, როდესაც 20 და 27 ინფიცირებული გვყავს ერთი დღის მანძილზე“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა