დონალდ ტრამპი - ქვეყნის გახსნამ შესაძლებელია, სიკვდილიანობა გამოიწვიოს, რადგან თქვენ არ იქნებით ჩაკეტილი ბინებში ან სახლებში

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, სიკვდილიანობა იყოს, მაგრამ ქვეყანა უნდა გაიხსნას.

”შესაძლებელია, რომ იყოს სიკვდილიანობა, იმიტომ, რომ თქვენ არ იქნებით ჩაკეტილი ბინებში ან სახლებში",- განაცხადა ტრამპმა და დასძინა "მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ვაპირებთ სოციალურ დისტანციას, ჩვენ ვაპირებთ ხელების დაბანვას, ჩვენ ბევრ რამეს გავაკეთებთ, რისი გაკეთებაც ვისწავლეთ გასული პერიოდის განმავლობაში".

მისივე თქმით, ვირუსი გაივლის.

"ვაქცინის თუ მის გარეშე, ის გაივლის და ჩვენ ისევ ნორმალურ რეჟიმში დავბრუნდებით ”, - აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, სიკვდილს სხვა მიზეზებიც იწვევს და ქვეყანა უნდა გაიხსნას.

"ხალხი სხვა გზითაც კვდება, ნარკომანია იზრდება, თვითმკვლელობები, გადახედეთ რა ხდება. ხალხი სამსახურს კარგავს და ჩვენ მათ ეს უნდა დავუბრუნოთ",-აღნიშნა ტრამპმა.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპი - შესაძლოა სიკვდილიანობა გაიზარდოს, მაგრამ ქვეყანა უნდა გაიხსნას

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო