რელიგიის საკითხთა სააგენტო ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს.

"6 მაისი მართლმადიდებელი ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანის, წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის აღსრულების დღეა.

გადმოცემის თანახმად, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში დაიბადა. იგი რომის იმპერატორის, დიოკლეტიანეს მხედართმთავარი იყო. კერპთაყვანისმცემელმა დიოკლეტიანემ წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მრავალი ტანჯვა-წამების, მათ შორის - ურმის თვალზე გაკვრის შემდეგ, წმინდანს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. იგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ წმინდა ეკლესიასა და ყველა მართლმადიდებელს გიორგობის დღესასწაულს", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა