მეუფე იაკობი - მთელი მსოფლიო დააჩოქეს, ერთადერთი ჩვენი ეკლესია იყო - ამ განსაცდელის ჟამს სინოდი საოცრად შემიყვარდა

ყველაფერი კარგად იქნება, ერთი უნდა იცოდეთ, რომ სინოდში აბსოლუტურად ძლიერი ერთობაა, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, ბოდბის მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წინასადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სინოდში განსაკუთრებული ერთობა იყო და „მთელი მსოფლიო დააჩოქეს ქართული ეკლესიის გარდა“.

„მონასტრის დედებს, მამებს, მრევლს, მთელ საქართველოს დიდი მადლობა იმ თავდადებისთვის, რაც გამოიჩინეთ. სირცხვილია, რომ იძახიან ხოლმე 70 წლის ადამიანი გარეთ არ გავიდეს. ვინ გადაუწყვიტა იმ ადამიანს, რატომ არ უნდა გავიდეს, სახლში უნდა დავხოცოთ ადამიანები? სიფრთხილე აუცილებელია, მაგრამ ღმერთმა როგორ გვაშორა ხომ ყველაფერი? პატრიარქი გვაჩვენებდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ამ განსაცდელის ჟამს სინოდი საოცრად შემიყვარდა და ყველა რა, იმიტომ რომ ისეთი ერთსულოვნება ჰქონდა, გაგიკვირდებათ. კიდევაც ვუთხარი და სხვებმაც აღიარეს. ერთმანეთს კიდევაც განვიკითხავთ - ადამიანები ვართ, ზოგს ერთმანეთის მიმართ შური ჰქონდა... დაგვაძლევინა ეს უფალმა და მამასთან საძმო, უფროსი და უმცროსი ძმები, ერთად მივდიოდით. მთელი მსოფლიო დააჩოქეს, ერთადერთი ჩვენი ეკლესია იყო და 87 წლის ადამიანი, სულით და ხორცით ქრისტიანი, ქართველი, ჩვენი მამამთავარი, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი უფალმა მთავარსარდლად გამოირჩია, სხვებს მაპატიეთ და ლეიბზე წამოწოლილებს, ხალხის გარეშე გვაჩვენებდნენ დიდ ტაძრებში, პატრიარქი ხალხთან ერთად იყო და ქრისტეს ლაშქარს მიუძღვებოდა.

ბოლო ჟამი სხვანაირად კი არ იქნება? ასე იქნება და ბევრი შეეშინდება, მაგრამ ყველამ გმირობა გამოიჩინა, ვისაც შეეშინდა ისინიც გმირები არიან. ყველას შევუნდოთ, არავინ განვიკითხოთ და ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ეკლესია ღარიბია ქონებით, ჩვენი სიმდიდრე ქრისტეშია, ჩვენი სიმდიდრე ჩვენს საქართველოში და დედა ეკლესიაშია. ეს საოცარი რაღაც იყო და ისტორია ამაზე იტყვის. მადლობა ღმერთს, რომ თავში ავარდნილი არ გვაქვს. ყველაფერი კარგად იქნება, ერთი უნდა იცოდეთ, რომ სინოდში აბსოლუტურად ძლიერი ერთობაა. რა ძალამ უნდა დაგვაშოროს? მაშინ ქრისტეს და ჩვენი დედა ეკლესიის მტრები გავხდებით“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

იხილეთ ვიდეო: მეუფე იაკობის თქმით, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო დააჩოქეს, პატრიარქი ხალხთან იყო

თეა გოგოტიშვილი - სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2020
დავით მირცხულავა - ბეტონის გრავიტაციული კაშხლის სეისმური ზემოქმედების გამო დანგრევის პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა, კვლევებიდან გამომდინარე, „ნამახვანი“ მაღალსაიმედოა
ვის ჩაუტარდება კლინიკა „ნიუმედში“ Covid 19-ის სწრაფი ტესტირება, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით და D-დიმერის კვლევა უფასოდ? - ინტერვიუ კლინიკის დირექტორ ნათია ბულაცაშვილთან
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)