თბილისის მერია იპოდრომის მიმდებარედ არსებული კორტების ყოფილ ტერიტორიას სპორტული კომპლექსის აღდგენა-განვითარების პირობით გაყიდის

დედაქალაქის მერიას იპოდრომის მიმდებარედ არსებული ყოფილი კორტების ტერიტორია გასაყიდად გამოაქვს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ განაცხადა, ინვესტორი ვალდებული იქნება ჩოგბურთის კორტები აღადგინოს.

„დღეს ჩვენ გამოგვაქვს საპრივატიზაციოდ ეს ადგილი სპორტული კომპლექსის აღდგენა-განვითარების პირობით. ანუ პირობიანი პრივატიზაცია იქნება. სავალდებულო იქნება, რომ ტერიტორიაზე აღდგეს ჩოგბურთის კორტები, მოეწყოს საცურაო აუზი და ფიტნეს კლუბი.

ქონება უკვე შეფასებულია სამხარაულის ექსპერტიზის მიერ და მომდევნო დღეების განმავლობაში წარდგენილი იქნება ბიზნეს სექტორისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ აქტიურობა იქნება და კორტებს დავაბრუნებთ ძველი ფუნქციით“,- აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, იპოდრომის მიმდებარედ არსებული კორტების ტერიტორია დაახლოებით, 5 მილიონ ლარად არის შეფასებული.

იხილეთ ვიდეო: თბილისის მერიას იპოდრომის მიმდებარედ არსებული ყოფილი კორტების ტერიტორია გასაყიდად გამოაქვს

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის