კახა კალაძე - ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება, ხაზი მინდა გავუსვა იმ სამუშაოებს, რომელიც დაცარიელებულ, მაგრამ ლამაზ თბილისში ამ გაზაფხულზე თვალნათლივ გამოჩნდა

მიუხედავად იმ რთული მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო იმყოფება, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მერიას მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება აქვს დაგეგმილი.

„მიუხედავად იმ რთული მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო იმყოფება, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არა იმ ტემპით და მასშტაბით, როგორც ეს წლის დასაწყისში ხორციელდებოდა. ხაზი მინდა გავუსვა იმ მნიშვნელოვან სამუშაოებს, რომელიც დაცარიელებულ, მაგრამ ლამაზ თბილისში ამ გაზაფხულზე თვალნათლივ გამოჩნდა. ეს არის 2 წლის წინ დაწყებული სამუშაოები, მხედველობაში მაქვს გამწვანების სამუშაოები. ეს არის იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც „ეკოსერვის ჯგუფში“ მუშაობენ და მინდა მათ მადლობა გადავუხადო ამისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამით გამწვანებითი სამუშაოები დამთავრებულია, პირიქით, უფრო მეტია გასაკეთებელი. ჩვენი პროექტებიც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას ვუთმობთ გამწვანებით სამუშაოებს, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, არსებულების რეაბილიტაციას. იცით, რომ ორი პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - კიკვიძის პარკი ფაქტიურად დამთავრებულია და ულამაზესი სივრცე გამოვიდა და ასევე „მზიურის“ პარკი, რომელსაც ინფრატრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ, ძალიან მაგარი სივრცეა ქალაქის ცენტრში, თუმცა ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით და კიდევ ბევრი პროექტი იქნება განხორციელებული მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში“, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს