Freedom house - ოპოზიციური პარტიების ბოიკოტმა საქართველოში, ალბანეთში, ბულგარეთში, მონტენეგროსა და სერბეთში პარლამენტის მუშაობა შეაფერხა და სამართლიანობისა და ლეგიტიმურობის სიმცირეზე მიუთითა

ოპოზიციური პარტიების სრულმა ან ნაწილობრივმა საპარლამენტო ბოიკოტმა საქართველოში, ალბანეთში, ბულგარეთში, მონტენეგროსა და სერბეთში პარლამენტის მუშაობა შეაფერხა და სამართლიანობისა და ლეგიტიმურობის სიმცირეზე მიუთითა. ამის შესახებ Freedom house-ის ახალი ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, პარლამენტი მასზე დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ ვერ შეასრულებს, თუ გადაწყვეტილებებს განხილვის გარეშე მიიღებს და ამასთანავე უშედეგო აქციების არენად გადაიქცევა.

„პარლამენტმა, როგორც წესი, პოლიტიკური უთანხმოება დებატების, დისკუსიებისა და კომპრომისების გზით უნდა მოაგვაროს, ყურადღებით განიხილოს შეთავაზებული ცვლილებები და შეამოწმოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ როგორც გულწრფელად დაშვებული შეცდომები, ასევე ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტები. პარლამენტი ვერ შეასრულებს ამ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას თუ ის გადაიქცევა უწყებად, რომელიც განხილვის გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს და არის უშედეგო აქციების არენა,“- ნათქვამია Freedom house-ის ახალ ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა