სერგი კაპანაძე - Freedom House-ის ანგარიში ხელისუფლებისთვის განაჩენია

Freedom House-ის ანგარიში, რომელშიც საქართველოს რეიტინგი კიდევ გაუარესებულია, პირდაპირ არის განაჩენი ხელისუფლებისთვის - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ანგარიშში ყველა პრობლემაზეა საუბარი და ის ადეკვატურად აფასებს ხელისუფლების ქმედებებს.

„იქ საუბარია ზუსტად იმაზე, რაც არის საქართველოს ხელისუფლება, ანუ ხელისუფლება, რომელიც უტევს ოპოზიციას, რომელმაც ხელში ჩაიგდო სასამართლო სისტემა და იყენებს მას პოლიტიკური მიზნებისთვის, ხელისუფლება რომელიც იყენებს ექსტრემისტულ დაჯგუფებებს და მათ მიერ განვითარებულ მესიჯ-ბოქსს. ამ ყველაფერში Freedom House-მა ამხილა საქართველოს ხელისუფლება და პრაქტიკულად ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული ხალხის მიმართ და რასაც აკეთებს ფასდება ადეკვატურად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. აქ არის საუბარი ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ დაატრიალა ქვეყნის შიგნით, დაწყებებული პროპორციულ სისტემაზე საზოგადოების გადაგდებით, გაგრძელებული და დამთავრებული ისეთი ჯგუფების მხარდაჭერით, რომლებიც პირდაპირ აღვივებენ ფაშისტურ -ექსტრემისტულ და პრორუსულ ნარატივს ქვეყნის შიგნით,“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.

მართალია სასამართლო სისტემა დიდი ხანია რაც საქართველოს პოლარიზებული პოლიტიკის პრობლემური ნაწილი იყო, თუმცა დაპატიმრებებმა და მთელმა რიგმა სადავო სასამართლო საქმეებმა 2019 წელსა და 2020 წლის დასაწყისში კიდევ უფრო დაამძიმა ისედაც დაძაბული ვითარება,- ამის შესახებ Freedom House-ის ახლად გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშში ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისა და პოლიტიკური ლიდერის გიგი უგულავას საქმეებიცაა განხილული და ამასთანავე აღნიშნულია, რომ უზენაეს სასამართლოში 14 ახალი მოსამართლის უვადოდ წარგზავნა „ უკიდურესად წარუმატებელი და არაპროფესიონალური პროცესის“ შედეგად მოხდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს