სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი - არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ კიმ ჩენ ინს გულის ოპერაცია ჩაუტარდა

სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის, საჰ ჰუნის განცხადებით, არ არსებობს არავითარი ნიშანი, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს გულის ოპერაცია ჩაუტარდა.

მისივე თქმით, შესაბამისად, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მძიმედაა ავად.

სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა ქვეყნის კანონმდებლებთან საუბარში განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინი წელს საზოგადოების წინაშე მხოლოდ 17-ჯერ გამოჩნდა, რაც წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 4-ჯერ ნაკლებია.

მისივე განმარტებით, კიმ ჩენ ინის იშვიათად გამოჩენა სავარაუდოდ, დაკავშირებულია კოვიდ 19-ის ეპიდემიასთან, ასევე იმასთან, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ბოლო დროს, როგორც ჩანს, საშინაო საქმეებზეა ორიენტირებული.

შეგახსენებთ, ინფორმაცია კიმ ჩენ ინის მძიმე ავადმყოფობის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 15 აპრილს ბაბუის - ჩრდილოეთ კორეის ფუძემდებლის- იუბილის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებს არ დაესწრო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო