პატრიარქი მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე - როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა!

თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა.

პატრიარქმა მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ გიორგობა ეროვნული დღესასწაულია.

„ეს დღესასწაული მუდამ იყო დიდი ეროვნული დღესასწაული საქართველოში, ეს დღე საზეიმოდ აღინიშნებოდა ჩვენს ოჯახში იმიტომ, რომ მამაჩემს ერქვა გიორგი. ამ დღეს ეკლესიიდან გამოჰყავდა მათხოვრები. პირველი მაგიდა იშლებოდა მათხოვრებისათვის. ჩვენ ვსხდებოდით მათხოვრებთან ერთად და აღვნიშნავდით გიორგობას. მეორე მაგიდა უკვე კულტურული ხალხისათვის. დიდი ზეიმი იყო, დიდი იმედი იყო. წმინდა გიორგის დღესასწაული იმედის დღესასწაულია.

წმინდა გიორგიმ, როცა აწამებდნენ მას, წარმოთქვა სიტყვა: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო რასათვის დამიტევებ მე“. ხმა მოესმა გიორგის „ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარ“, ეს მაცხოვრის სიტყვებია. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რომ ამ გაჭირვების დროს, როცა მთელ მსოფლიოს უჭირს, ჩვენ გვესმის ხმა მაცხოვრისა: „ნუ გეშინიათ, მე თქვენთანა ვარ“, - ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო განიცდის იმას, რაც დღეს ხდება.

„მსოფლიო განიცდის იმას, რაც ხდება მსოფლიოში. აი, მე მატყობინებენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში დაკეტილია ტაძრები, დაკეტილია მონასტრები და ხალხი იძულებულია წავიდეს სოფლებში და იქ ილოცოს, იქ დაესწროს წირვას. ჩვენ თავისუფლად ვართ აქ. დიდება და მადლობა უფალს, მისი დიდი წყალობისათვის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი განიცდის ჩვენთან ერთად. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ მწუხარება ჩვენი სიხარულად გადაიქცეს.

ნუ დაგავიწყდებათ, სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, სეფისკვერი და უნდა გქონდეთ საკმეველი. ყოველდღე უნდა ასხუროთ სახლსა და კარმიდამოს, ეს დიდ ძალას ფლობს. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა გაგახაროთ, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ჩვენთან არს ღმერთი “, - ბრძანა პატრიარქმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა