გიორგი რუხაძე - იმედი მაქვს, ხელისუფლება აღარ გააგრძელებს covid კრიზისის მონოპოლიზაციას - რეალურად, საქართველოს ხელისუფლება და covid ინფექცია არიან პარტნიორები

იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება აღარ გააგრძელებს covid კრიზისის მონოპოლიზაციას, რეალურად, საქართველოს ხელისუფლება და covid ინფექცია არიან პარტნიორები, - ამის შესახებ ექსპერტმა გიორგი რუხაძემ „ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძესთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც ექსპერტებთან ერთად კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მსჯელობენ.

გიორგი რუხაძე მიიჩნევს, რომ covid ინფექციის წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს.

„ევროკავშირი, რომელიც წარმოიდგინეთ, რომ დიდი, მოუქნელი ტანკერია და საქართველო არის პატარა გემი, ამ თვალსაზრისით, რომელმაც ბევრად უფრო მოხერხებულად შეიძლება მიიღოს ნაკადები. ის მოუქნელი ტანკერი გვასწრებს ბევრ რამეში, იგივე კოვიდ პასპორტში და ტურისტულ გადანაწილებაში. მაგალითად, სიცილიის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ვინც ამ ზაფხულს ჩავა სიცილიაში, თვითმფრინავის ბილეთის ნახევარს იხდის სახელმწიფო, ასევე იხდის სასტუმროს ერთ მესამედს და მუზეუმები და ღირსშესანიშნაობები ხდება უფასო. ეს თუ სიცილიამ მოიფიქრა და იტალიამ, რომელმაც ასეთი რთული პერიოდი გაიარა, აქეთკენ მიდიან, ჩვენ აქამდე უნდა გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი,“- განაცხადა გიორგი რუხაძემ.

მან ასევე ევროკავშირის დახმარებაზეც და აღნიშნა, რომ ძალისხმევა ამ მიმართულებითაც არ არის საკმარისი.

„ზოგადად ევროკავშირის დახმარებას რაც შეეხება, აქაც ჩემი აზრით ჩვენ მოვიკოჭლებთ, თითქოს ეს თანხები გამოყოფილია, მაგრამ ჩვენ არ ვიბრძვით იმისთვის, რომ მეტი მივიღოთ, იმისთვის, სწორად დავანახოთ ევროკავშირს, როგორც შეიძლება ეფექტიანად ეს ყველაფერი ვხარჯოთ და ეს შედიოდეს ევროკავშირის ინტერესებში. ამ მხრივ გვაჯობა უკრაინამ, მოლდოვამ ასევე, რაღაც თვალსაზირისით, ჩვენ ჩამოვრჩებით,“- განაცხადა რუხაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო