მეუფე ნიკოლოზი - ის, რაც ახლა ხდება, არის განსაცდელი, მაგრამ არ არის ყველაზე მძიმე განსაცდელი, რაც კაცობრიობას გადაუტანია

ის, რაც ახლა ხდება ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ეს არის განსაცდელი, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მძიმე განსაცდელი, რაც კაცობრიობას გადაუტანია, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ყოფილა უფრო მძიმე, სასიკვდილო დაავადებებიც, რაც ქართველ ხალხს და მსოფლიოს გადაუტანია.

„წმინდა გიორგობას გილოცავთ. წმინდა გიორგი არის და იქცა აღდგომის სიმბოლოდ, მრავალჯერ აწამეს, მრავალჯერ მოკლეს და ღმერთმა აღადგინა. ქართველმა ხალხმა წმინდა გიორგი აირჩია განსაკუთრებულ წმინდანად იმიტომ, რომ მისგან განსაკუთრებულად ვისწავლოთ გამხნევება. ის, რაც ახლა ხდება ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ეს არის განსაცდელი, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მძიმე განსაცდელი, რაც კაცობრიობას გადაუტანია. მე არ ვლაპარაკობ ომებზე და ფიზიკურ დაზიანებეზე. ავადმყოფობები რომ ავიღოთ, უფრო სერიოზული, უფრო მძიმე, უფრო სასიკვდილო დაავადებები უფრო მეტად ყოფილა გავრცელებული და გადაუტანია ჩვენს ხალხს, მთელ მსოფლიოს. იმედიც სწორედ აქ უნდა ვნახოთ. დღეს წმინდა გიორგის უნდა შევთხოვოთ, მრავალტანჯულ წმინდა გიორგის და ის დაგვეხმარება შიშის გაფანტვაში“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა