წითელი ჯვრის ინიციატივით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების პირველი საკოორდინაციო პლატფორმა შეიქმნა

წითელი ჯვრის ინიციატივით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების პირველი საკოორდინაციო პლატფორმა შეიქმნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს წითელი ჯვრიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დღეისათვის, პლატფორმა 17 ორგანიზაციასა და პროფესიულ ჯგუფს აერთიანებს და საზოგადოებას კვალიფიციურ მომსახურებას უფასოდ სთავაზობს.

„ COVID-19-ის შესახებ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, შესაბამის სერვისებში გადამისამართებას და ფსიქოლოგიურ პირველ დახმარებას უზრუნველყოფს საქართველოს წითელი ჯვრის ცხელი ხაზი: 0 800 000 018.

საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია "ნდობა", კოორდინაციაში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და კლუბ "სინერგიასთან", ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ დაფინანსებით, გადაუდებელი სატელეფონო ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზით უზრუნველყოფს როგორც ფსიქოლოგის, ასევე ფსიქიატრის კონსულტირებას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის გადამისამართებას - ტელ.: 2 911 000

კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებს, გემბლინგსა და ნივთიერებებზე დამოკიდებულებულ პირებს, ასევე, ზოგად პოპულაციას COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული სტრესის მართვაში ეხმარება "კლუბი სინერგია". ფსიქოსოციალური მომსახურება ხორციელდება “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისის” (GIP) მიერ. ტელ: 599807021 / 599807024;

მოსწავლებს, მათზე მზრუნველ პირებსა და სკოლის ადმინისტრაციას კრიზისს ფონზე გამოვლენილი გამოწვევების დაძლევაში ეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათი ცნობით, ოჯახში ძალადობის რისკის ქვეშ მყოფ პირებს, ასევე ოჯახებს, რომელსაც უშუალოდ შეეხოთ COVID-19 და იმყოფებიან მაღალი სტრესის ქვეშ, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT) დაეხმარება, რომლის საკონტაქტო ნომერია - ტელ: 577 22 68 68, 577 12 68 68.

„ლბტ ჯგუფის ფსიქოსოციალურ საჭიროებებზე ზრუნავს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი - ცხელი ხაზი: 595 19 03 03;

კარანტინში მყოფ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს (16 წლიდან) ფსიქოლოგიურ პირველ დახმარებას გაუწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი - Skype: tsu_center;

ფსიქოსაგანმანათლებლო მასალების შექმნასა და კორონავირუსის რისკის ქვეშ ან მათზე მზრუნველი პირების შეკითხვებზე უკუკავშირს ახორციელებს ”საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება” აკრედიტებული ფსიქიატრებისა და ფსიქოთერაპევტების გუნდით - ტელ: 599 735 443;

სტრესის დონის შემცირებასა და ზოგადი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, მაინდფულნესზე დაფუძნებული მეთოდოლოგიების გამოყენებით, ზრუნავს "Happy Mind" – ტელ.: 577577002; 571914433;

მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და მათზე მზრუნველ პირებს კოვიდ-19-ის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, დღის დაგეგმარებაში, ქცევის მართვის პოზიტიური მეთოდების გაზიარებასა და სხვა ფსიქოემოციური საჭიროების შემთხვევაში, UNICEF-ის მხარდაჭერით და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან კოორდინაციით, ეხმარება „საქართველოს ბავშვები“ - ტელ: 558485814;

მოსწავლეთა ოკუპაციებისა და ინკლუზიისათვის, როგორც მოსწავლეებს, ასევე, მათ მშობლებს დისტანციურ დამხარებას უწევს სტუდია „მოდი“ - ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბაზაზე - ტელ: 593 27 04 03;

ილიაუნის სტუდენტებს შფოთვის, დაქვეითებული გუნება-განწყობის, სხვადასხვა შიშის, ურთიერთობში პრობლემებისა თუ სტრესის შედეგად განვითარებული მდგომარეობის შემსუბუქებაში ეხმარება ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი - ტელ: 511 13 99 90; 511 13 99 91; 511 13 99 92; 511 13 99 94“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს წითელი ჯვრის ცნობით, ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს ასევე ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს გაუწევს: ინიციატივა "ფსიქოლოგიური პირველი დახმარება" - ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტის კონფლიქტების მართვისა და ანალიზის ინსტიტუტის ბაზაზე - ტელ: 574837231; სკაიპი: PFA CrisisAid;

ორგანიზაცია „ერთად ერთისთვის“, საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული საზოგადოების წევრ ფსიქოლოგებთან ერთად - ტელ: 555 16 33 55;

საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება - სერვისში ჩართულნი არიან როგორც ბავშვთა და მოზარდთა, ასევე ზრდასრულდა ფსიქოთერაპევტები და ფსიქოლოგები - www.gppo.ge ;

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შექმნილი "ფსიქოლოგიური განწყობის კვლევის და კორექციის ცენტრი"-ს კორონავირუსთან დაკავშირებული კონსულტირების პროექტის ფარგლებში სერვისში ჩართულია ფსიქიატრი, ფსიქოლოგ-კონსულტანტები და პედიატრი - ტელ: 599 90 87 67

კრიზიულ ვითარებაში, საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაცია მზად არის, მოსახლეობას მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს. ინფორმაციისთვის მიმართეთ facebook გვერდზე.

@სერვისებთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვებით დაუკავშირდით საქართველოს წითელი ჯვრის ცხელ ხაზს ნომერზე: 0 800 000 018 (ზარი უფასოა)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ დენდრონის ბაზაზე მოქმედებს კრიზისების მართვის და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმა.

"პლატფორმა საქმიანობს 4 მიმართულებით: 1. ფსიქოგანათლების პროგრამა; 2. ინდივიდუალური კონსულტირების პროგრამა; 3. სტრესთან გამკლავების პრაქტიკუმი; 4. ელექტრონული მასალების გვერდი კორონავირუსთან დაკავშირებული მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევების შესახებ. პლატფორმა ეხმარება პირებს, რომელთაც უშუალოდ შეეხოთ Covid-19 და მათ ოჯახის წევრებს, კარანტინში, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, სხვა ნებისმიერ პირს, რომელიც განიცდის სტრესს შექმნილი ვითარების გამო. პირებს ფსიქოთერაპიულ დახმარებას უწევს ევროპული აკრედიტაციის მქონე, ECIP სტანდარტის ფსიქოთერაპევტების ჯგუფი. პლატფორმის სერვისებით სარგებლობა უფასოა ნებისმიერი პირისათვის. ვებ გვერდი: dendroni.ge ტელ.: 599 56 18 08. ელ. ფოსტა: pps.dendroni@gmail.com" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა