ჩინეთი კორონავირუსის უხანის ლაბორატორიაში წარმოშობის შესახებ აშშ-ის ბრალდებებს „რესპუბლიკელების“ წინასაარჩევნო პოლიტიკურ სტრატეგიად აფასებს

ჩინეთი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ბრალდებები კორონავირუსის უხანის ლაბორატორიაში წარმოშობის შესახებ „რესპუბლიკელების“ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა „პოლიტიკური სტრატეგიაა.“

„აშშ-ს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს დეზინფორმაციის გავრცელება და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. სჯობს, საკუთარ პრობლემებსა და ქვეყანაში გავრცელებულ პანდემიას გაუმკლავდეს,“- განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ჰუა ჩუნინგმა.

მისივე თქმით, მაიკ პომპეოს მის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულების წარმოდგენა არ შეუძლია, „ვინაიდან მას მტკიცებულება არ გააჩნია“.

„ეს საკითხი მეცნიერებმა უნდა განიხილონ და არა პოლიტიკოსებმა თავიანთი საშინაო პოლიტიკური საჭიროებებიდან გამომდინარე,“- განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რამდენჯერმე განაცხადეს, რომ არსებობს „კოვიდ 19“-ის უხანის ლაბორატორიაში წარმოშობის მტკიცებულებები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს