მამუკა მდინარაძე - კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალურად შეხება 2013-2014 წლებიდან აღარ აქვს - რაიმე დავალება მის მიმართ “ოცნებიდან” არ ფიქსირდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება არ აქვს. ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ დასმულ კითხვას, თუ რა კავშირი აქვს კოკა ყანდიაშვილს მმართველ პარტიასთან. ამასთანავე, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა რომ ყანდიაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია.

„რაც შეეხება კოკა ყანდიაშვილს, ამ საკითხთან დაკავშირებით რომ დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ სპეკულირება, ჩვენ გვახსოვს ნარატივები “ბოტების და ტროლების” ქარხანაზე და ა.შ. ამ ადამიანს ოფიციალურად შეხება, თუ არ ვცდები, 2013-2014 წლებიდან „ქართულ ოცნებასთან“ აღარ აქვს. ის, ყველამ იცის და ეს უნდა ვაღიაროთ, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია და კიდევ უფრო მეტად ებრძვის „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს ადამიანი ძალიან დიდი ხანია და ბევრი წელია ოპერირებს ქართულ მედიასივრცეში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სააგენტოებსაც წარმოადგენდა. მას, როგორც ცნობილი ხდება ჩვენთვისაც და ვიცით, აქვს და ჰქონდა „ესპერსონა“ -ასეთი სააგენტო და ოპერირებდა მედია სივრცეში და მათ შორის, Facebook სივრცეში, მაგრამ “ქართულ ოცნებასთან“ მას ოფიციალური კავშირი, ან რაიმე ხელშეკრულება არ აქვს ან რაიმე დავალება მის მიმართ “ქართული ოცნებიდან” არ ფიქსირდება და ვერ დაფიქსირდება, ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება ბუნებაში და ბუნებრივია, ის ვერც Facebook-მა მიუთითა იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი კავშირი არ არსებობს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისათვის, „ფეისბუქმა“ მედიაკომპანია „ესპერსონასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ანგარიშები წაშალა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა