მამუკა მდინარაძე - „ფეისბუქ“ სივრცე გაჯერებულია სიყალბით, დეზინფორმაციით და სიძულვილის ენით, თუმცა, თავად „ფეისბუქმა“ გამოააშკარავა და ოფიციალურად დაადასტურა, საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს

„ფეისბუქ“ სივრცე გაჯერებულია სიყალბით, დეზინფორმაციით და სიძულვილის ენით, თუმცა, თავად „ფეისბუქმა“ გამოააშკარავა და ოფიციალურად დაადასტურა, საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქის“ მიერ საქართველოში ანგარიშების დაბლოკვას.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ ყალბი ანგარიშების სამიზნეს წარმოადგენდნენ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, მმართველი პარტია და კორონავირუსის პირობებში მთავრობის ძალისხმევა

„ყველამ ვიცით, რომ სოციალური ქსელების გავლენა ძალიან დიდია მოსახლეობის განწყობებზე და მნიშვნელოვნად ქმნის მათ შორის, პოლიტიკურ დღის წესრიგს. ფაქტია ისიც, რომ საქართველოში განსაკუთრებით 2018 წლიდან დაიწყო სოც ქსელების გამოყენება დეზინფორმაციის და ყალბი კონტენტის შექმნისთვის, რაც უფრო მეტად იყო დაკავშირებული პიარ კონსულტანტ შკლაროვთან, გახსოვთ ალბათ, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ რუსი პიარშიკი, რომელმაც სიძულვილის ენის გამოყენება და დეზინფორმაციის გავრცელება სოციალური ქსელების მეშვეობით მისი კამპანიის დაგეგმილ საფირმო ნიშნად აქცია. სამწუხაროდ, ყველამ ვიცით, რომ დღესაც ფეისბუქ სივრცე გაჯერებულია სიყალბით, დეზინფორმაციით და სიძულვილის ენით, თუმცა, თავად „ფეისბუქმა“ გამოააშკარავა და ოფიციალურად დაადასტურა, საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს. მან ოფიციალურად გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბარია „ფეისბუქის“ სხვადასხვა ყალბი გვერდების და ანგარიშების ჩახსნაზე სხვადასხვა მიმართულებით და რაც მთავარია მასში საქართველოს კონტექსტში ნახსენებია ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. „ფეისბუქის“ განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ ყალბი ანგარიშების სამიზნეს წარმოადგენდნენ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, მმართველი პარტია და კორონავირუსის პირობებში მთავრობის ძალისხმევა და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა ხელისუფლება, მთავრობა, პარლამენტი, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში იმისათვის, რომ მივწვდეთ თითოეულ ადამიანს, რომელმაც ზიანი მიიღო ამ პანდემიის შედეგად. ამ ფონზე ხდება ეს ყველაფერი.

„ფეისბუქის“ განცხადებითვე, ამ ყველაფრის უკან მდგარი პირები ცდილობენ საკუთარი ვინაობის დამალვას, მაგრამ გამოძიებით მოხდა ამ ქსელების დაკავშირება საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიაში იხარჯებოდა ძალიან დიდი რაოდენობით თანხა, რასაც „ფეისბუქმა“ მიაკვლია, საუბარია 100 000 ლარამდე თანხაზე.

ამავე დროს „ფეისბუქი“ ხაზს უსვამს, რომ მისი შეფასება დაეყრდნო საჯარო რაპორტინგს, ანუ „ნაცმოძრაობის“ ყალბი გვერდების და ანგარიშების გაუქმება მოხდა ფეისბუქ მომხმარებელთა მიმართვების და არა რომელიმე ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე,“- განაცხადა მდინარაძემ.

დეპუტატი „ფეისბუქს“ მადლობას უხდის და მოუწოდებს ასეთივე მაღალი პასუხისმგებლობით დააკვირდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სოცქსელის მუშაობას განსაკურებით წინასაარჩევნო პერიოდში.

„ბუნებრივია, მადლობას იმსახურებს „ფეისბუქის“ ადმინისტრაცია და მინდა მივმართო მათ, რომ ასეთივე მაღალი პასუხისმგებლობით დააკვირდნენ მათი სოცქსელის მუშობას საქართველოში განსაკურებით წინასაარჩევნო პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს წინასაარჩევნოდ დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესებას.

ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების სპიკერმა, რომ რუსული პროპაგანდის ნაწილია, სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებაზე განახორციელონ პიარული შტურმი, რომ მათი ქვეყნების ხელისუფლებები ვერ ართმევენ თავს კოვიდ ინფექციასთან ბრძოლას და სწორედ ამ ალგორითმის მიმდევრები ამ ალგორითმით დაბლოკა და მათ შორის საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერთა გვერდები, რომელიც ამ ალგორითმის ქვეშ მოიაზრა „ფეისბუქმა,“- განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს