კახა კალაძე - არ ვიცი „ტროლები“ და „ბოტები“, ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება, რადგან მთელი სახელმწიფო გადართულია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

არ ვიცი „ტროლები“, „ბოტები“. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება და არ გვაქვს ამის საჭიროება, იმიტომ, რომ მთელი სახელმწიფო გადართულია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას „ფეისბუქის“ მიერ ყალბი ანგარიშების წაშლის შესახებ.

„გვერდების გაუქმებასთან დაკავშირებით ბევრი განცხადება კეთდება. შესაბამისად, არ ვიცი „ტროლები“, „ბოტები“. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება და არ გვაქვს ამის საჭიროება, იმიტომ, რომ მთელი სახელმწიფო გადართულია კრონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმისთვის, რომ ეს საკითხი დროულად მოგვარდეს, მოწესრიგდეს და ამ მდგომარეობიდან, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ. უბრალოდ, ისმის კითხვის ნიშანი, ვის აწყობს, ვინ არის ის ჯგუფი, კონკრეტული ადამიანები, ვინც გარკვეულ თანხებს იხდიდნენ რეკლამებში და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ბრძოლა გაჩაღებულიყო იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ფრონტის წინა ხაზზეა და ჩართულია კორონავირუსის დამარცხებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, „ფეისბუქმა“ მედიაკომპანია „ესპერსონასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ანგარიშები წაშალა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო