სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა გლდანის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციას და მოვაჭრეებს კორონავირუსის პრევენციისთვის შემუშავებული მოთხოვნები გააცნეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით, გლდანის აგრარული ბაზრის საცალო განყოფილებაში დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

„ძველი დახლების დემონტაჟს, რეცხვა-დეზინფექციასა და ნარჩენების გატანას ბაზრის ადმინისტრაცია და იქ მომუშავე ადამიანები უზრუნველყოფენ. სავაჭრო ობიექტის მოწესრიგების პარალელურად, ადმინისტრაციასა და მოვაჭრეებს სააგენტოს ინსპექტორებმა კიდევ ერთხელ განუმარტეს ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები და სურსათის უვნებლობის სტანდარტები.

იმისათვის, რომ აგრარულმა ბაზრებმა ფუნქციონირება შეძლონ, გაცემული რეკომენდაციების შესრულება სავალდებულოა. აღნიშნული ბაზრის საბითუმო განყოფილებას ფუნქციონირება აღუდგა 3 მაისს, მას შემდეგ, რაც სააგენტოს ყველა მითითება შესრულდა, ადმინისტრაციამ უზრუნველყო დისტანციის დაცვა, მომხმარებელთა დამცავი საშუალებებით აღჭურვა, თერმოსკრინინგი, ბაზრის ტერიტორიაზე შემავალი მანქანების დეზინფექცია. აგრარული ბაზრების გახსნის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. სავაჭრო ობიექტების მონიტორინგსა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცნობას სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა