გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილის უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურაში ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშვნით, ჩრდილი მიადგება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ უკრაინაში რომელიმე თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნით ორმხრივ ურთიერთობებს ჩრდილი მიადგება.

„უკრაინის რადამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც სააკაშვილი არ დანიშნა პოლიტიკურ თანამდებობაზე, მაგრამ ორმხრივ ურთიერთობაში, მე ვფიქრობ, საკმაოდ დისონანსურია მისი დანიშვნა ნებისმიერ თანამდებობაზე სახელმწიფო სტრუქტურაში. რასაკვირველია, ამით ორმხრივ ურთიერთობებს ჩრდილი მიადგება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, სტრატეგიული ურთიერთობები უკრაინასა და საქართველოს შორის არ ყალიბდება მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში.

„ის საკმაოდ ფართო ფორმატში გულისხმობს თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნებთან პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში. ასე რომ, ამ თემაზე სამსჯელო იქნება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო