ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 6 418-მდე გაიზარდა

ირანში, კორონავირუსით გასულ 24 საათში კიდევ 78 პაციენტი დაიღუპა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რიცხვი 6 418-მდე გაიზარდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ირანში ვირუსით ბოლო დღე-ღამეში კიდევ 1 680 ადამიანი დაავადდა. ირანში ვირუსით ჯამში 101 650 ადამიანი დაინფიცირდა.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, გასულ რამდენიმე დღეში ირანის 15 პროვინციაში ინფექციის თანდათან მატება შეინიშნება, თუმცა დასკვნები ნაადრევია, ვიდრე სტატისტიკური მონაცემები არ შეგროვდება.

ირანში ამ დრომდე, დაავადებისგან 81 500-ზე მეტი პირი განიკურნა. ამჟამად 13 645 პაციენტი გადის მკურნალობას.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს