საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა კრიზისის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის გახსნის პროცესზე ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ესტონეთის პრეზიდენტს, კერსტი კალიულაიდის ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობისა და კრიზისის შემდგომ ეტაპზე ეკონომიკის გახსნის პროცესზე ისაუბრეს.

„საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ სირთულეებს, რომელშიც კრიზისმა ქვეყნისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი - ტურიზმი ჩააყენა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ტურიზმის სანიტარული ნორმების შესამუშავებლად საჭიროა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარება.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს როლის მნიშვნელობა სხვადასხვა ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების მოქმედების პირობებში, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო დერეფნის თვალსაზრისით.

პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ისაუბრეს. ესტონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ კრიზისი ვერ შეასუსტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში თანამშრომლობას. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს სურვილი, კრიზისის მიუხედავად, საქართველო - ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების და გაძლიერების თაობაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთს გაეროს უსაფრთხოების თავმჯდომარეობის პერიოდში წარმატებები უსურვა.

პრეზიდენტებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრეს და საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას კორონავირუსის გამო ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, აღნიშნული კრიზისის პირობებში, როცა საერთაშორისო სოლიდარობაა საჭირო, ბორდერიზაციის პროცესი კვლავ გრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ადმინისტრაცია ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს