გია ვოლსკი - Freedom House-ის ანგარიშში არსებული გადაცდომები არის გამიზნული და უკავშირდება კონკრეტული პოლიტიკური ძალების ინტერესებს

Freedom House-ი ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციაა და პირდაპირ ვიტყვი, რომ ესეთი გადაცდომები არის გამიზნული და უკავშირდება კონკრეტული პოლიტიკური ძალების ინტერესებს , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, Freedom House-ის ანგარიში, მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რადიკალურად უპირისპირდება საკმაოდ მაღალი დონის საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების და ასევე, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პარტნიორების შეფასებებს.

„სასამართლოსთან დაკავშირებით საქართველოში ჩატარებული რეფორმა შეფასებულია არათუ მარტო მაღალ დონეზე, არამედ საქართველო პირველ ოცეულშია მსოფლიოში იმ ქვეყნებს შორის, სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი არის მაღალი. თუკი რამე კონკრეტული ქეისი აქვს ამ ორგანიზაციას, სადაც ამაში ეჭვი ეპარება, უნდა წარმოადგინოს. ან რა იცის მან იმ კანდიდატების ავტორიტეტი, რომელიც განიხილებოდა. წლების განმავლობაში მათ ავტორიტეტს თუ ხინჯი ვერ მოუძებნეს, ახლა, თუკი არ არის პოლიტიკური მიკერძოება, რატომ აღმოჩნდა ასეთი დასკვნა მათ ანგარიშში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ Freedom House-ის ანგარიშში არის მთელი რიგი ფაქტობრივი შეუსაბამობები და ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერი, თითქოს, პოლიტიკური აქტივობის შემდეგ გამოააშკარავეს, როგორც გარკვეული დარღვევის ჩამდენი.

„გარდა ამისა აბსოლუტურად არანაირი სიღრმისეული ანალიზი არ კეთდება, თუ რატომ მოხდა ის, რომ სრულიად პროპორციულ სისტემაზე შემოტანილი საკითხი ჩავარდა და რამდენად იყო ეს ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების ინტერესი. სწორედ ახლა ჩანს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა ქვეყნისათვის დამანგრეველი და შექმნიდა ისეთ კრიზის, რომელსაც ქვეყანა ნამდვილად ვერ გაუძლებდა, ვერც თავისი ეკონომიკური და ვერც პოლიტიკური რესურსით. სწორედ ამისკენ იყო მიმართული ის ძალისხმევა რაც მთელ რიგ პოლიტიკურ პარტიებს გააჩნდათ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, არის კიდევ მთელი რიგი ფაქტობრივი შეუსაბამობები, რომლებიც, რასაკვირველია, Freedom House-ის ავტორიტეტს არ შეესაბამება.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განაცხადებით, ანგარიშში არის მთელი რიგი შენიშვნები, რომელიც უნდა განიხილოს და გაითვალისწინოს არა მარტო საქართველომ, არამედ ევროპულმა ქვეყნებმა, რომლებიც საქართველოსთან ერთად მოიხსენება შენიშვნების ნაწილში

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო