აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი - მაშინაც კი, როდესაც თანამშრომლობის გზებს ვეძებთ, რუსეთი ცდილობს, გაავრცელოს დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტი საქართველოში ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რუსეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, რუსეთის სიცრუეა, რომ ლაბორატორია დაავადებას ქმნიდა.

„სამწუხაროა, რომ მაშინაც კი, როდესაც ვეძებთ საერთაშორისო თანამშრომლობის გზებს, რუსეთი ტრადიციულად ცდილობს გაავრცელოს დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, კერძოდ, საქართველოში, სადაც ეს ლაბორატორია მდებარეობს. რუსეთის სიცრუეა, რომ ლაბორატორია ქმნიდა დაავადებას, ნაცვლად მასთან ბრძოლისა“, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ვიდეობრიფინგის დროს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა