ისრაელის ახალი კოალიციური მთავრობა ფიცს 13 მაისს დადებს

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები მას კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების უფლებას არ უზღუდავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპონენტების აპელაციები და დაადგინა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ და ბენი განცთან ერთად სამთავრობო კოალიციის შექმნით კანონი არ ირღვევა.

„არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ ქნესეთის წევრს ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირების საშუალება არ მიეცეს,“- აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ბენი განცმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ახალი კოალიციური მთავრობა ფიცს 13 მაისს დადებს.

ნეთანიაჰუს პარტიამ „ლიკუდი” და ბენი განცის პარტიამ „ლურჯი და თეთრი“ სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუ პრემიერის პოსტს წელიწადნახევრის განმავლობაში დაიკავებს, რის შემდეგაც მას ბენი განცი ჩაანაცვლებს. მანამდე კი ბენი განცი ისრაელის თავდაცვის მინისტრის მოვალეობებს შეასრულებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვარში ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციაში, თაღლითობასა და სიმართლის დარღვევაში დასდეს. სასამართლო პროცესის დაწყება 24 მაისისთვისაა დაგეგმილი. ნეთანიაჰუ მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო