ბრაზილიის პრეზიდენტის პრეს-სპიკერს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონაროს პრეს-სპიკერს ოტავიო სანტანა დო რეგო ბაროსს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, რეგო ბაროსის პრეს-სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პრეს-სპიკერს სერიოზული სიმპტომები არ აღენიშნება და საკუთარ სახლში მკურნალობს.

ცნობისათვის, ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემებით, შემთხვევების რაოდენობა 10 503-ით გაიზარდა და 125 218-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით კიდევ 615 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 8 536-მდე გაიზარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა