ინდოეთში, მომწამვლელი გაზის გაჟონვის შედეგად, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, ასობით ჰოსპიტალიზებულია

ინდოეთში, ქიმიურ ქარხანაში მომწამვლელი გაზის გაჟონვის შედეგად, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და ასობით ჰოსპიტალიზებულია.

„ამ წუთისთვის, მხოლოდ 5 ადამიანის გარდაცვალება შეგვიძლია დავადასტუროთ, თუმცა გარდაცვლილი მეტია. დაახლოებით 70 ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება საავადმყოფოებში. მთლიანობაში 200-დან 500-მდე ადამიანია ჰოსპიტალიზებული“,-აცხადებენ საპორტო ქალაქ ვისაჰაფატმანის პოლიციაში, სადაც ინციდენტი მოხდა.

პოლიციის ინფორმაციითვე, ქარხანა, საიდანაც 2 ტონიანი ტანკერიდან გაზმა გაჟონა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული კარანტინის გამო, უყურადღებოდ იყო დატოვებული.

„ის მიტოვებული იყო და ქიმიური რეაქცია მოხდა. ტანკერში სიცხემ აიწია და გაზმა გაჟონა“,-განუცხადა „ფრანს პრესს“ კომისრის ასისტენმა სვარუფ რანიმ.

მისივე თქმით, დაღუპულთა და დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა