თბილისის მერია აკაკი წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერს აცხადებს

თბილისის მერია აკაკი წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 165 170 ლარია. წინადადებების მიღება 9 მაისს დაიწყება და 14 მაისს დასრულდება.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, სამუშაოების შესრულების ვადა, წერილობითი დავალების მიცემიდან 6 თვეა. შეთავაზების კლების ბიჯი 50 826 ლარი, გარანტიის ოდენობა 101 652 ლარი, ხოლო გარანტიის მოქმედების ვადა 160 ლარია.

მიმწოდებელი ვალდებულია ობიექტზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში აწარმოოს.

ხელშეკრულების პროექტის თანახმად, სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით. სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.

მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ 2,5 %-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს