მერის ინფორმაციით, მარნეულში აღებული 303 ტესტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

მარნეულში აღებული 303 ტესტიდან ყველას შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მოვიდა, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა განუცხადა.

როგორც დარგალი განმარტავს, მათ მხარეში ვითარება მშვიდია და საგაზაფხულო სამუშაოებიც შეუფერხებელ რეჟმში მიმდინარეობს.

„აღებული 303 PCR ტესტიდან ყველას შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მოვიდა. დღემდე მარნეულში სულ 22 პირია დაინფიცირებული, მათგან 15 გამოჯანმრთელდა. თვითიზოლაციაში 38 ადამიანი იმყოფება.

საგაზაფხულო სამუშაოებს რაც შეეხება, აქტიურად მიმდინარეობს და ფერმერებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანაში ვეხმარებით, იცით, რომ ამ მიმართულებით, რამდენიმე კვირაა ვმუშაობთ და გეგმის მიხედვით მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა გრძელდება“, - აცხადებს დარგალი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა