გაერო ადასტურებს, რომ ლიბიაში რუსი დაქირავებულები იბრძვიან, რომლებიც ხალიფა ჰაფთარს უჭერენ მხარს

გაეროს ექსპერტების ინფორმაციით, რუსი დაქირავებულები ლიბიაში მეამბოხე გენერლის, ხალიფა ჰაფთარის მხარდასაჭერად იბრძვიან. ეს პირველი შემთხვევაა, როცა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია რუსი სამხედროების ლიბიაში ყოფნას ოფიციალურად ადასტურებს.

მათი ცნობით, ქვეყანაში „ვაგნერის დაჯგუფების“ მებრძოლები იმყოფებიან, რომელთა რაოდენობაც 800-დან 1200-მდე მერყეობს.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, „ვაგნერის დაჯგუფება“ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ჯგუფია, რომელსაც კრემლთან ასოცირებული რუსი ბიზნესმენი, ევგენი პრიგოზინი აფინანსებს და აკონტროლებს.

ცნობისთვის, ლიბიაში კონფლიქტი 2011 წლისდან მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც დიქტატორ მუამარ კადაფის ჩამოგდება მოხდა. 2014 წელს კონფლიქტი სამოქალაქო ომში გადაიზარდა. დედაქალაქ ტრიპოლში მყოფ ეროვნული თანხმობის მთავრობას ფაიზ ალ-სარაჯის მეთაურობით გაერო აღიარებს და მას დასავლეთის ქვეყნები და თურქეთი ემხრობიან. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს კი ლიბიის წარმომადგენელთა პალატა აკონტროლებს, რომელსაც მხარს უჭერს ლიბიის ეროვნული არმია გენერალ ხალიფა ჰაფტარის მეთაურობით. ჰაფტარის მმართველობას რუსეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეგვიპტე უჭერს მხარს.

იხილეთ ვიდეო:გაერო ადასტურებს, რომ ლიბიაში რუსი დაქირავებულები იბრძვიან, რომლებიც ხალიფა ჰაფთარს უჭერენ მხარს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა