რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმები არაკონსტიტუციურად ცნო

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები არაკონსტიტუციურად ცნო. ჯარიმების რაოდენობა, რომელიც 120 მილიონ ევროს აღწევს, პოლიციის მიერ იყო გამოწერილი.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ლუდოვიკ ორბანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „შოკირებულია“. მისი თქმით, მსგავსი ვერდიქტი ქვეყანაში ანარქიასა და კანონდარღვევებს წაახალისებს.

ცნობისთვის, რუმინეთში საგანგებო მდგომარეობა მარტის შუა რიცხვებში გამოცხადდა. მას შემდეგ, ქვეყნის პოლიციამ კარანტინის წესების დარღვევისთვის 300 000 ადამიანი დააჯარიმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო