თემაზე: „ტურიზმის თანამედროვე გამოწვევები“, პანელური დისკუსია გაიმართება

7 მაისს, 15:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის „ტურმოუდი“ ფარგლებში ეკოტურიზმის ასოციაციასთან თანამრომლობით და უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „ტურიზმის თანამედროვე გამოწვევები“. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

„დისკუსიის მოდერატორია: ნატალია ბახტაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის კონსულტანტი მართვის საკითხებში. 2018 წელს მისი ორგანიზებით გაიმართა ეკოტურიზმის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია.

დისკუსიის მონაწილეები: ალექს კრევარი – სამოგზაურო ჟურნალისტი და რედაქტორი, რეგულარულად აქვეყნებს სამოგზაურო წერილებს ისეთ პერიოდულ გამოცემებში, როგორებიცაა: The New York Times, National Geographic Travel, და Lonely Planet. ასევე კონსულტაციას უწევს ტურისტულ ორგანიზაციებს საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის შესახებ.

მარტა მილსი – მდგრადი ტურიზმის სპეციალისტი. მისი მდიდარი პროფესიული გამოცდილება კომუნიკაციისა და დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტთან (DFID) ხუთწლიან თანამშრომლობას მოიცავს. მონაწილეა სიღარიბის შემცირების პროგრამებისა, რომლებიც სამხრეთ კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში განხორციელდა.

მიხაელ მაიერი - ასოციაციის „ეკოლოგიური ტურიზმი ევროპაში“ (Ecological Tourism in Europe) პროექტების მენეჯერი, CEEweb-ის ვიცე-პრეზედენტი, QualityTourismServices GbR-ის დამფუძნებელი.

დისკუსიაში ჩაერთვებიან და გამოცდილებას გაგვიზიარებენ პროექტის „ტურმოუდი“ მონაწილეები, რომლებმაც ევროეკოს საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩართვებიან Online TourMODE-ის მონაწილეები და TourMODE ალუმნის ჯგუფის წევრები. ფეისბუქლაივის მაყურებლებს შეეძლებათ შეკითხვების დასმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დისკუსია 7 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის, ეკოტურიზმის ასოციაციისა და “Spend 4 Seasons in Georgia"-ს ფეისბუქგვერდზე გაიმართება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა