საქართველოში კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები გამოიყოფა

ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მიღებული დავალებები, რომ საზღვრებზე უნდა გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი. თუ აქამდე ჩვენ გვჭირდებოდა 24 საათიანი 14-დღიანი კარანტინი, ეს კონტროლი ერთ საათში უნდა იყოს დასრულებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა გამოყოს უსაფრთხო ტურისტული ზონები, ეს შეიძლება იყოს: წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და კიდევ ბევრი.

„ეს კურორტები ისტორიულად პოზიციონირებდნენ როგორც სასუნთქი ორგანოების რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ზონები. ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ იმიტომ, რომ ტურიზმის აღდგენისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე წამყვანი კონტროლის წერტილი. პირველი ეს არის საზღვარი, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და აქ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მიღებული დავალებები, რომ საზღვარზე უნდა გაძლიერდეს კონტროლი შემომსვლელი თითოეული ადამიანის. და თუ აქამდე ჩვენ გვჭირდებოდა 24 საათიანი 14- დღიანი კარანტინი, ეს კონტროლი ერთ საათში უნდა იყოს დასრულებული. ამის შესაძლებლობები არსებობს და ჯანდაცვის სამინისტრო ამ ამოცანას გადაწყვეტს უახლოეს პერიოდში,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა