ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ “სამხრეთ ოსეთში”, კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ე.წ. „იუგოსეტპოტრებნადზორის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ანა გაგლოევამ განაცხადა. ინფორმაციას „სპუტნიკ ოსეტია“ ავრცელებს. აღნიშნული მონაცემებით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.

ცნობისთვის, გუშინ ცხინვალში კორონავირუსის პირველი სამი შემთხვევის შესახებ განაცხადეს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა