თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსზე ტესტირება ჩატარდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის 92 ბენეფიციარს და თანამშრომელს COVID-19-ზე „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს” უწყებიდან აცნობეს, ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მივიდა და პანსიონატის ბენეფიციარებს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრმა თავშესაფრებში ტესტირების დაწყება გასულ კვირას დააანონსა.

„დაანონსებული პროტოკოლის შესაბამისად ჩვენ უკვე დავიწყეთ მოწყვლადი ჯგუფების გატესტვა. ტესტირება ხდება „პისიარ“ ტესტების საშუალებით. ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით გაიტესტება ყველა ის პანსიონატი, რომელიც წარმოადგენს რისკ ჯგუფს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს ამ ადამიანების მონახულება. მე მინდა მადლობა გადავუხადო აქ მომუშავე პროფესიონალებს და პერსონალს, რომლებიც ძალიან კარგად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს. ისინი უკვე 34 დღის განმავლობაში იმყოფებიან კარანტინში და უვლიან ჩვენს მოხუცებულებს“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მათივე ცნობით, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში მინისტრთან ერთად მისი მოადგილე, თამილა ბარკალაიაც იმყოფებოდა.

დედაქალაქის გარდა პროცედურა უკვე ჩატარდა იმერეთსა და გურიაში, სადაც 62 პირი გაიტესტა. თავშესაფრების ტესტირება ერთ კვირაში დასრულდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა