დავით სონღულაშვილის შეფასებით, მთავრობა მზად არის, ტურიზმის სექტორს გვერდში დაუდგეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, მთავრობა მზად არის, ტურიზმის სექტორს გვერდში დაუდგეს. როგორც სონღულაშვილმა ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა, დღევანდელმა პრეზენტაციამ აჩვენა, თუ რამდენად მზად არის ქვეყანა კონკურენტული უპირატესობა მოიპოვოს რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში.

“დღევანდელი პრეზენტაცია გამოხატავს, რამდენად მზად არის ქვეყანა, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა, როგორც რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში და მზად შეხვდეს იმ გამოწვევას, რაც არის ტურიზმის სექტორისთვის, გავხსნათ უკვე საზღვრები პირველ რიგში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი და პირველი ივლისიდან საერთაშორისო ტურიზმი, მზად ვიყოთ, რომ მივიღოთ საერთაშორისო ტურისტები. აგრეთვე მინდა დავძინო, რომ ეს პაკეტი, რომელიც მთავრობის მიერაა წარმოდგენილი, ფაქტობრივად, სრულად ფარავს ყველა ამ სექტორში მონაწილე ადამიანს და ფაქტობრივად, ეს არის უკვე მესამე ფაზა ტურიზმის სექტორის დასახმარებლად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასმა იმის, რომ ტურიზმი არის ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ჩვენ მზად ვართ, რომ მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ ამ მიმართულებას”, - განაცხადა სონღულაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს