ჯანმო-ს წარმომადგენელი - საქართველოს არ აქვს კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლები, თუმცა „სოლიდარობის კვლევის“ მთელი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ქვეყნას შეუძლია მონაწილეობის მიღება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის უფროსი ოფიცრის, კატერინ სმოლვუდის განცხადებით, „სოლიდარობის კვლევაში“ მონაწილეობის მისაღებად ყველა ქვეყანა მიიწვიეს. ამის შესახებ კატერინ სმოლვუდმა „ინტერპრესნიუსის“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველო არ არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მაღალი მაჩვენებლები ევროპის რეგიონში, თუმცა „სოლიდარობის კვლევის“ მთელი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ქვეყნას შეუძლია მონაწილეობის მიღება, ასე რომ ჩვენ მოვიწვიეთ ყველა ქვეყანა, რომ დაედასტურებინა ინტერესი და შემდეგ გაევლოთ დადასტურების პროცედურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კვლევაში მონაწილე ყველა პაციენტის მონაცემი იქნება შეგროვებული და ყველა პაციენტის ინფორმაციის გამოყენება შესაძლებელს გახდის უფრო სანდო შეფასების გაკეთების,“- განაცხადა კატერინ სმოლვუდმა.

შეგახსენებთ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ კორონავირუსის მკურნალობისთვის საუკეთესო მედიკამენტის გამოსავლენად მსოფლიო მასშტაბის კვლევაში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას, რაც მისი შეფასებით, „არის პროცესების ავანგარდში ყოფნა“.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პაციენტები შეუზღუდავად მიიღებენ იმ მედიკამენტებს, რომელიც დღეისთვის მსოფლიო ექსპერტებმა შეარჩიეს, როგორც ყველაზე იმედისმომცემი, მათ შორის არის დღევადელი ფავორიტი „რემდესივირი“, რომელსაც ამის გარეშე ქვეყნები ალბათ, კიდევ კარგა ხანს ვერ მიიღებენ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა