ნათია თურნავა იმ 200-მილიონიანი დახმარების პაკეტის წარმომავლობას განმარტავს, რითაც სახელმწიფო ტურიზმის სექტორს დაეხმარება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა იმ 200-მილიონიანი დახმარების პაკეტის წარმომავლობას განმარტავს, რითაც სახელმწიფო ტურიზმის სექტორს დაეხმარება.

როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ პაკეტში ყველაზე წონადი საგადასახადო შეღავათებია, რაც ჯამში, დაახლოებით, 135 მილიონი ლარია.

„200 მილიონი ლარის საერთო ღირებულების პაკეტი ეს არის მესამე ეტაპის ანტიკრიზისული ღონისძიებები. ჩვენ პირველივე დღიდან, მარტის თვიდან ვეხმარებით ტურისტულ ინდუსტრიას, მაგრამ ახლა ყველაზე კრიტიკული და გადამწყვეტი ეტაპია. 200 მილიონის ფარგლებში არის არა მარტო ის, რომ გადავაგორებინოთ და გადავალახინოთ რაღაცნაირად ტურიზმს ეს პერიოდი, არამედ, მოვამზადოთ გახსნისთვის. გახსნის თარიღები არის ძალიან ახლოს. ეს არის ამბიციური მაგრამ სრულიად მისაღწევი გეგმა.

რისგან შედგება ეს ფინანსური პაკეტი და ბიუჯეტი, რომელსაც მესამე ეტაპის ანტიკრისიზულ ღონისძიებებს მოვახმართ ტურიზმთან მიმართებაში? - ყველაზე წონადი არის საგადასახადო შეღავათები, ჯამში 135 მილიონი დაახლოებით, პირველ რიგში ეს არის 2020 წელს ქონების გადასახადისგან სრული გათავისუფლება და ასევე საშემოსავლო გადასახადის წლის ბოლომდე გათავისუფლება. ეს ორი შეღავათი არის ყველაზე წონადი ამ 200 მილიონ ლარში, რომელზეც უარს ვამბობთ ტურიზმის ინდუსტრიის სასარგებლოდ, ჩავტოვებთ ამ ფულს კომპანიებში, რომ შეძლონ ხელფასების, დავალიანებების გადახდა და მოემზადონ უსაფრთხოდ ამოქმედდნენ სულ რაღაც ერთ თვეში“, - განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება დანაჩენ თანხას, მისივე განმარტებით, ეს არის 60 მილიონი ლარი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ფარგლებში.

„ახალი ბიუჯეტი ცვლილებებით იქნება დამტკიცებული ამ პროგრამისთვის. ეს თანხა მოხმარდება 20 მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე სასტუმროებს და ასეთი არის უდიდესი უმრავლესობა. ეს თანხა მოხმარდება სესხის პროცენტის 90%-ით სუბსიდირებას, პლიუს ასევე 5 მილიონი, რაც ასევე შეღავათებს და დახმარების პაკეტს შეიცავს ტურისტული კომპანიებისთვის, გიდებისთვის, ტუროპერატორებისგან. ეს თანხა მოდის ბიუჯეტიდან და მათ შორის, იმ მილიარდნახევრიანი დახმარების პაკეტის ნაწილია. ჩვენი დონორები, საერთაშორისო ინსტიტუტები ძალიან გვერდში გვიდგანან მათ შორის იმ ნაწილში, რა ნაწილიც ეხება დაზარალებული, მცირე ბიზნესების დახმარებას“, - განაცხადა თურნავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს